21 წლამდე და ასაკობრივი ნაკრებები – თებერვალ-მარტის განრიგი

0
72

საქართველოს ახალგაზრდულ და ასაკობრივი ვაჟთა ნაკრებებს, მიმდინარე წლის თებერვალი-მარტში არაერთი მატჩი აქვთ დაგეგმილი. აღსანიშნავია 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის შეხვედრები, სადაც 17 და 19-წლამდე გუნდები მიიღებენ მონაწილეობას და ფინალურ ეტაპზე მოხვედრას შეეცდებიან.
ელიტ რაუნდამდე, ორივე ასაკობრივი ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს. 17-წლამდელები მონტენეგროსთან და მალტასთან ჩანიშნულ ამხანაგურებამდე, ბელარუსში, მინსკის განვითარების თასზე გაემგზავრებიან, ხოლო 19-წლამდე ნაკრები ტესტ-მატჩებს ისრაელის წინააღმდეგ ჩაატარებს.
რამაზ სვანაძის ახალგაზრდული ნაკრები, კალენდარულ წელიწადს მარტის სანაკრებო პაუზაზე დაგეგმილი მატჩებით დაიწყებს – 29 მარტს ახალგაზრდული ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტის შეხვედრაში მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამხანაგურ შეხვედრებს პირველად ითამაშებს ლაშა ფირცხალაიშვილის 18-წლამდე ეროვნულის შემადგენლობა, რომელიც სექტემბერში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს მონაწილეობას.

U21 | მატჩების განრიგი

29 მარტი | საქართველო V ესტონეთი | ამხანაგური

U19 | მატჩების განრიგი

11 თებერვალი | ისრაელი V საქართველო | ამხანაგური
13 თებერვალი | ისრაელი V საქართველო | ამხანაგური
23 მარტი | რუმინეთი V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | საქართველო V ისლანდია | ელიტ რაუნდი
29 მარტი | საქართველო V ხორვატია | ელიტ რაუნდი

U18 | მატჩების განრიგი

1 მარტი | უნგრეთი V საქართველო | ამხანაგური
3 მარტი | უნგრეთი V საქართველო | ამხანაგური

U17 | მატჩების განრიგი

6 თებერვალი | ისრაელი V საქართველო | მინსკის თასი
7 თებერვალი | საქართველო V ბელარუსი | მინსკის თასი
9 თებერვალი | მოლდოვა V საქართველო | მინსკის თასი
10 თებერვალი | საქართველო V უზბეკეთი | მინსკის თასი
15 თებერვალი | მონტენეგრო V საქართველო | ამხანაგური
17 თებერვალი | მონტენეგრო V საქართველო | ამხანაგური
6 მარტი | საქარტველო V მალტა | ამხანაგური
8 მარტი | საქარტველო V მალტა | ამხანაგური
23 მარტი | გერმანია V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | ჩეხეთი V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | საქართველო V შოტლანდია | ელიტ რაუნდი

U16 | მატჩების განრიგი

6 მარტი | საქართველო V მალტა | ამხანაგური