მარგველაშვილი მაკედონიის ჩემპიონატში ითამაშებს

0
68

გაგი მარგველაშვილი კარიერას ჩრდილოეთ მაკრედონიის საფეხბურთო ჩემპიონატში განაგრძობს. 25 წლის ქართველი მცველი სკოპიეს “შკუპიში” ითამაშებს, რომელთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მარგველაშვილი “საბურთალოს” აღზრილია, ხოლო გასულ სეზონში ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა.
“სკოპიეს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი გუნდში ტრავმირებული აბდულა რვატუბიაეს ნაცვლად მიიყვანეს.
“აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ამ გუნდში კარგი ატმოსფეროა. გარდა ამისა, “სკოპიეს” ძალიან მაღალი დონის მწვრთნელი ჰყავს და მასთან მუშაობა სასიამოვნოა. “სკოპიე” მაკედონიის ლიგაში ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო. “სკოპიე” კარგ ფეხბურთს თამაშობს – ბევრი გოლი გააქვს და ცოტას უშვებს, რაც ამ გუნდში შეკრებილი მოთამაშეების დამსახურებაა. გუნდთან ერთად გამარჯვება და ასევე ევროთასებზე კარგად გამოსვლა მსურს. “სკოპიეს” ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებსაც ვპირდები, რომ გუნდისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები” – განუცხადა კონტრაქტის დადების შემდეგ მარგველაშვილმა “სკოპიეს” პრესსამსახურს.
ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ “სკოპიე” 42 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
დღეს, “სკოპიე” თურქულს შეკრებაზე მეოთხე ამხანაგურ მატჩს ვორონეჟის “ფაკელთან” ჩაატარებს, სადაც მარგველაშვილის დებიუტისც შედგება.