ვლახოვიჩმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა

0
17

ტურინის „იუვენტუსმა“ ფლორენციის „ფიორენტინადან“ დუშან ვლახოვიჩი შეიძინა, რის შესახებ იტალიური გრანდის პრესსამსახური იუწყება.
სერბმა თავდამსხმელმა ტურინელებთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივლისამდე გააფორმა. „იუვენტუსი“ ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 70 მილიონს სამი ტრანშით გადაიხდის, ხოლო ფეხბურთელის წარმატების შემთხვევაში „ფიორენტინა“ კიდევ 10 მილიონს მიიღებს. ვლაჰოვიჩის ხელფასი ახალ კლუბში წელიწადში 7 მილიონი ევრო იქნება.
სერბეთის ეროვნული ნაკრების 22 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 24 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.  ვლახოვიჩი ბელგრადის „პარტიზანიდან“ „ფიორენტინაში“ 2018 წლის იანვარში გადავიდა და 108 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 49-ჯერ აიღო.