შოთა არველაძე: “განსაკუთრებული მადლობა ქართველ გულშემატკივარს”

0
44

ინგლისის ჩემპიონშიფის საფეხბურთო კლუბ “ჰალ სიტის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძე ქართველ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ბედნიერი ვარ ამ მომენტით და განსაკუთრებული მადლობა მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, რომელმაც დიდი სითბო და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ჰალ სიტის სოციალური მედიის გვერდებზე თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში – მადლობა ამდენი ქართული კომენტარისთვის” – დაწერა თავის “ფეისბუქის: გვერდზე 48 წლის სპეციალისტმა, რომელმაც ჩემპიონშიფში მე-19 ადგილზე მყოფ “ჰალთან” ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.