ნიკა ნინუა კარიერას საბერძნეთის პირველი სუპერლიგის “ლამიაში” განაგრძობს. ლამიელთა პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ ქართველმა ნახევარმცველმა საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.
ნინუამ ამ სეზონის პირველი ნახევარი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისში“ გაატარა, სადაც ბერძნულმა პაოკმა გაანათხოვრა და მხოლოდ 3 მატჩი ითამაშა. პაოკმა ის გასული სეზონის წინ თბილისის „დინამოდან“ შეიძინა და 22 წლის ფეხბურთელმა სალონიკელთა რიგებში საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა, ხოლო თასზე სამჯერ ითამაშა და მეტოქის კარი ასევე ერთხელ აიღო.
“ლამიაში” თავდამსხმელი ბაჩანა არაბული გამოდის, რომელმაც 2021-2022 წლების სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.





