“საბურთალო” და “სიონი” უგოლოდ დაშორდნენ

0
61

თბილისის “საბურთალომ” რიგით მესამე ამხანაგური მატჩი გამართა, ამჯერად ბოლნისის “სიონთან”, რომელიც შარშან აღზევდა უძლიერესთა შორის. მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა, მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. საიმედოდ იცავდნენ კარს ორივე გუნდის მეკარეები –თორნიკე მეგრელიშვილი და გიორგი ჩოჩიშვილი.
ხვალ, “საბურთალო” თურქეთის ქალაქ ლარაში გაემგზავრება, სადაც ორი კვირის განმავლობაში მოემზადება.
“საბურთალო” (პირველი ტაიმი): მეგრელიშვილი, იაშვილი, გურეშიძე, კაკუბავა, მამაცაშვილი, ქარდავა, ქავთარაძე, შ. ნონიკაშვილი, გ. მამაგეიშვილი, გოჩოლეიშვილი, გულიაშვილი.
მეორე ტაიმი: გოშაძე, უბილავა, ჩადუნელი, ჯგერენაია, ლაცაბიძე, ლ. ნონიკაშვილი, შ. ნონიკაშვილი (გეგუჩაძე), ო. მამაგეიშვილი, პარკინაშვილი, ტაბატაძე, სიხარულიძე.