“დინამომ” შეკრებაზე პირველი სპარინგი ფრედ დაასრულა

0
58
26 იანვარს დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. კახა ცხადაძის გუნდის მეტოქე უკრაინის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი ლვოვი გახლდათ. მატჩის დაწყებამდე გუნდებმა დინამოს ლეგენდარული ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის, ხსოვნას პატივი მიაგეს.
დინამოელებმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარეს. ​თბილისური კლუბი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა სათამაშო უპირატესობას, განსაკუთრებით კი, მეორე ნახევარში. დინამომ მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა. საბოლოოდ მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

“დინამო” – “ლვოვი” 0:0
“დინამო”
: კერესელიძე, ანტილევსკი, გაბედავა, იობაშვილი, გვიშიანი, იაკობიძე (36′ ფაჩულია), ბენიო, მექვაბიშვილი, ბიტოკი, ლომინაძე, ჯანგიძე.
შეცვალზე შევიდნენ: პრიეტო, ხვადაგიანი, კალანდაძე, მაისურაძე, პაპავა, კირკიტაძე, კამარა, ოსეი, მოისწრაფიშვილი, სხირტლაძე, ბილენკი.
მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე.
“ლვოვი”: ილუშენკოვი, რომანჩუკი, გრისო, ვასილიევი, იაკიმეცი, ბუსკო, ფელიში, მიშენკო, დოლგი, რემენიაკი, კრუშინსკი
მთავარი მწვრთნელი: ოლეგ დულუბი
“​დინამო” მომავალი სეზონისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს, კახა ცხადაძის გუნდი მეორე ამხანაგურ მატჩს 29 იანვარს სერბული “ნაპრედაკის” წინააღმდეგ გამართავს.