ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი ქუთაისმა მოიგო. კოტე ტუღუშის გუნდმა ქუთაისში გამართულ ფინალში თბილისის “მეგა” 93:78 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა , სადაც გამოვლინდა:
საუკეთესო უკანახაზელი – ადრიან ბოუი (ქუთაისი), რომელიც დააჯილდოვა კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად კოტრიკაძემ.
საუკეთესო ფორვარდი – ჯარვის რეი (ქუთაისი), რომელიც დააჯილდოვა საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზაზა ლომინაძემ.
საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი დააწესა ზურაბ საკანდელიძის სახელობის საკალათბურთო სკოლამ. პრიზი გადაეცა ლუკა გორგოძეს (ქუთაისი), რომელიც დააჯილდოვა სკოლის პრეზიდენტმა, თემურ ქორიძემ.
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის თასი ქუთაისის გუნდის კაპიტანს, აკაკი დვალიშვილს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გურასპაულმა გადასცეს.
