გოგა ბითაძის 35 წუთი და ორმაგი დუბლი

0
64

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ პირველობაზე დასავლეთ კონფერენციის ლიდერმა ”ფინიქს სანზმა” შინ ”ინდიანა პეისერზი” 113:103 დაამარცხა. ინდიანაპოლისელთა 22 წლის ქართველი მეფარე გოგა ბითაძე ზედიზედ მეორედ დააყენეს სასტარტო ხუთეულში და ჩვენებურმა თანაგუნდელთა შორის ყველაზე დიდი სათამაშო დრო გაატარა პარკეტზე – გოგამ 35 წუთი ითამაშა. ამასთან, ბითაძემ ორმაგი დუბლი დააგროვა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და ერთი დაფარებაა. გოგამ 11-დან 6 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
შემდეგ შეხვედრას „ინდიანა“ 25 იანვარს „ნიუ ორლეანს პელიკანსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.