“დინამო” მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას იწყებს

0
45

თბილისის “დინამო” ზორან მარუშიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით სამართლებრივ დავას იწყებს. სერბმა ფეხბურთელმა ცალმხრივად, თვითნებურად დაარღვია “დინამოსთან” არსებული მოქმედი ხელშეკრულება. მიუხედავად თბილისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტისა, ფეხბურთელმა კარიერის უცხოეთში გაგრძელება გადაწყვიტა და დადებული კონტრაქტის გარდა, დაარღვია ფიფას საერთაშორისო სამართლის ნორმები.
„დინამო თბილისმა ზორან მარუშიჩთან 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში გააქტიურა კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს შორის კონტრაქტი ავტომატურად, 2022 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დინამო თბილისმა შესაბამისი ღონისძიების გატარება უკვე დაიწყო.“ – განაცხადა “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა, ალექსანდრე რეხვიაშვილმა.
“დინამო” სხვადასხვა მედიასაშუალებებს, კლუბში მიმდინარე ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ თბილისელთა პრესსამსახურთან.