თურქეთის ქალაქ ანთალიაში შეკრებაზე მყოფ ბათუმის „დინამოს“ სპარინგ-პარტნიორი შეეცვალა.
ბათუმელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გდანსკის „ლეხიასთან“ დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა პოლონელთა თხოვნით გაუქმდა. გია გეგუჩაძის გუნდი 23 ასევე პოლონურ „რაკუვს“ დაუპირისპირდება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია გამოდის.
შეგახსენებთ, რომ ბათუმელებმა შეკრებაზე ჩატარებულ პირველ საკონტროლო შეხვედრაში პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერი პოზნანის „ლეხი“ (2:1) დაამარცხა, რომელშიც ნიკა კვეკვესკირი გამოდის.
