„აიაქსმა“ ბრაზილიელი მცველი „შახტარში“ გაყიდა

0
61

ამსტერდამის „აიაქსმა“ ბრაზილიელი მცველი დავიდ ნერესი დონეცკის „შახტარში“ გაყიდა. ამის შესახებ ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახური იუწყება. უკრაინელებმა ნერესის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო გადაიხადეს და პლუს კიდევ 4 მილიონი ევროს დამატება შესაძლოა ბონუსის სახით მოუწიოთ.
ნერესმა მიმდინარე სეზონში „აიაქსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მან დონეცკელებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.