მიქაუტაძის დუბლი ლუქსემბურგელებთან სპარინგში

0
48

გიორგი მიქაუტაძემ ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. „სერენი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, ლუქსემბურგის „სვიფტ ჰესპერეინჯის“ დაუპირისპირდა და 5:0 დაამარცხა.
მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 59 წუთზე მისი დარტყმის შემდეგ „სერენი“ 4:0 დაწინაურდა.
მიქაუტაძემ, რომელიც ბელგიის უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს, 15-ჯერ (13-ჯერ სასტარტოში) ითამაშა და 7 გოლი გაიტანა. ის „სერენის“ საუკეთესო ბომბარდირია. გარდა ამისა, მან ბელგიის თასზე ჩატარებულ 3 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. „სერენი“ 19 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.