გიორგი კოხრეიძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. მე-20 ტურში, „გრენობლი“, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის შინ „ოსერს“ შეხვდა და 0:1 წააგო. სტუმრებიდან გამარჯვების გოლი 31-ე წუთზე გაეტან შარბონიემ გაიტანა.
კოხრეიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. 23 წლის ფეხბურთელი „გრენობლში“ მიმდინარე სეზონის წინ თბილისის „საბურთალოდან“ გადავიდა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან მიმდინარე სეზონში ფრანგულ გუნდში 6-ჯერ (ერთხელ სასტარტოში) ითამაშა და გოლი არ გაუტანია. „გრენობლი“ 21 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზეა.
მთავარი ნიუსი კოხრეიძე ისევ შეცვლაზე და საშინაო მარცხი