„ნიუკასლი“ მცველ კირან ტრიპიერის ტრანსფერის თაობაზე „ნიუკასლს“ შეუთანხმდა, იუწყება Sky Sports. ინგლისური კლუბი ესპანელებს 31 წლის ფეხბურთელში 12 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის და ასევე, ბონუსებიცაა გათვალისწინებული.
ტრიპიერი ნიუკასლში უახლოეს ხანში ჩავა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კონტრაქტს გააფორმებს. ის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნიუკასლის“ პირველი შენაძენი გახდება.
ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი „ატლეტიკოში“ 2017 წელს ლონდონის „ტოტენჰემიდან“ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. მან მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნიში 83 მატჩი ჩაატარა და შარშან ესპანეთის ლა ლიგა მოიგო.
