საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა ნაკრებმა გადახალისებული შემადგელობით თბილისსის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური მატჩი ყირგიზეთთან ჩაატარა და მიულოდნენლად 1:2 დამარცხდა. მართალია, ჩვენ ეროვნულ გუნდს კაპიტანი მეკარე ზვიად კუპატაძე დაუბრუნდა, მაგრამ სამაგიეროდ არ უთამაშიათ შეტევის ლიდერ ნატურალიზებულ ბრაზილიელ ელისანდროს და მის თანამემამულე თალესს, რომელიც ასევე სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეა.
მატჩის მე-4 წუთზე მასპინძლების შეტევა რონინიმ დაიწყო და კიდევ ერთმა ბრაზილიელმა ვილიან ლორენსემ განაგრძო, რომელმაც დასარტყმელა პოზიციაზე ირაკლი თოდუა გაიყვანა და ამ უკანასკნელმა ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-13 წუთზე ყირგიზებმა კუთხური ჩააწოდეს და მეტოქის კარის წინ შექმნილი არეულობით მახამადიმინოვმა ისარგებლა, რომელმაც საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. მე-18 წუთზე მახამადამინოვმა ბურთი თავის ნახევარზე მიიღო და თავისი დაწყებილი იერიში ზუსტი დარტყმით დაასრულა – 1:2. დარჩენილ დროში ავთანდილ ასათიანის შეგირდების ბევრი მცდელობის მიუხედავად ანგარიში არ შეცვლილა.
საქართველოსა და ყირგიზეთის ნაკრებები მეორე სპარინგს ხვალ ისევ ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარებენ.
საქართველო – ყირგიზეთი 1:2 (1:2)
21 დეკემბერი. თბილისი. ოლიმპიური სასსახლე.
საქართველო: კუპატაძე (კ), თოფურია, ღავთაძე, კეკელიძე, ჭუმბურიძე.
სათადარიგოები: ბულკია, ჯამბურია, ვილიან ლორენსუ, რონინიო, ქურდაძე, გიორგაია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ზუნტუროვი.





