ინგლისის „ვესტ ჰემმა“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე ყაზანის „რუბინს“ მიმართა, იუწყება footballinsider247.com. ლონდონელებს აინტერესებთ რუსული კლუბი ზამთარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერს რა თანხად შეელევა. ნახსენები ვებგვერდი იუწყება, რომ ყაზანელები მზად არიან კვარაცხელიას 13 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეელიონ.
„ვესტ ჰემი“, რომელსაც შოტლანდიელი დევიდ მოიესი წვრთნის ზამთარში ფორვარდის შეძენას გეგმავს. თუმცა, შესაძლოა ეს კლასიკური ცენტრალური თავდამსხმელი არ იყოს, არამედ, ისეთი მოთამაშე შეირჩეს, რომელსაც შეტევაში თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია. 20 წლის კვარაცხელია სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება. მიმდინარე სეზონში მან „რუბინის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.





