ხორხე მოლინამ ლა ლიგაში ხოაკინის რეკორდი გააუმჯობესა

0
59
19-12-2021 Jorge Molina, Granada DEPORTES Joaquin Corchero / AFP7 / Europa Press

ხორხე მოლინა ესპანეთის ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მე-18 ტურში „გრანადამ“ „მალიორკა“ მიიღო და 4:1 დაამარცხა. 39 წლისა და 241 დღის ასაკში მოლინამ მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო და ესპანეთის ჩემპიონატის ახალი რეკორდი დაამყარა.
მანამდე ერთ მატჩში გატანილი სამი გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი სევილიას „ბეტისის“ თავდამსხმელი ხოაკინი იყო, რომელმაც 2019 წელს ბილბაოს „ატლეტიკთან“ (3:2) შეხვედრაში თავი 38 წლის და 140 დღის ასაკში გამოიჩინა.