„უიპეშტმა“, რომლის შემადგენლობაში გიორგი ბერიძე გამოდის, უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის პირველი ეტაპი მარცხით დაასრულა. მე-17 ტურში ბუდაპეშტელები სტუმრად „ზალაეგერშეგის“ შეხვდნენ და 2 უპასუხო გოლი გაუშვეს.
პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა. შესვენების შემდეგ 59-ე წუთზე „ჰალილოვიჩმა“ ანგარიში გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე სტუმართა კარი მეორე უბოჩიომამ აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. ბერიძემ მიმდინარე სეზონში „უიპეშტში“ ჩატარებულ 13 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მან უნგრეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. „უიპეშტი“ 17 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზე.
ბელგიის ჩემპიონატის მე-20 ტურში “ლუვენმა” შინ ლიეჟის “სტანდარდს” 2:1 აჯობა. მასპინძლების განაცხადში საქართველოს ნაკრების გარემარბი ლევან შენგელია ისევ არ იყო. “ლუვენი” 23 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.





