“ბარსელონა” კავანის შეუთანხმდა, ჯერი “მანჩესტერზეა”…

0
39
“მანჩესტერ იუნაიტედის” ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი “ბარსელონას” უფრო და უფრო უახლოვდება. Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსამ” კავანისთან მისი ტრანსფერის ზამთარში განხორციელებასთან დაკავშირებით პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. სამხრეთამერიკელი შემტევი “ბლაუგრანას” შეთავაზებას დასთანხმდა.

ახლა ყველაფერი “მანჩესტერის” გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული – დართავს თუ არა ინგლისური კლუბი 34 წლის ფეხბურთელს იანვარში უფასოდ წასვლის ნებას.
“ბარსელონა” კავანის წელიწადნახევრიან კონტრაქტს სთავაზობს.