ლაშა დვალი მიმდინარე სეზონში უნგრეთის ჩემპიონატში „ფერენცვაროშის“ შემადგენლობაში პირველად მოხვდა. მე-17 ტურში ბუდაპეშტელებმა „ჰონვედი“ მიიღეს და 1:0 გაიმარჯვეს. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე უზუნიმ გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ამ სეზონში „ფერენცვაროშის“ მაისურით მოედანზე მხოლოდ მეორედ გავიდა.
მოქმედ ჩემპიონ „ფერენცვაროშს“ 35 ქულა აქვს და 12-გუნდიან უნგრეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. „ფერენცვაროში“ მომდევნო შეხვედრას 2022 წლის 29 იანვარს სტუმრად გიორგი ბერიძის „უიპეშტთან“ ჩაატარებს.
“ფეჰერვარმა” “მეზიოკიოვეშდი” მიიღო და 1:0 აჯობა. მასპინძლებში ქართველმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ 63-ე წუთიდან ითამაშა, ხოლო სტუმრების განაცხადში მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი არ იყო. “ფეჰერვარი” 29 ქულით მე-4 პოზიციაზე.





