
ინგლისის პრემიერ ლიგამ ოფიციალურად განაცხადა მე-17 ტურში „ბრენტფორდსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გასამართი მატჩის გადადების შესახებ.
ასეთი გადაწყვეტილება პრემიერ ლიგსი ხელმძღვანელებმა სამედიცინო კონსულტანტების რჩევით მიიღეს, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც კორონავირუსმა იფეთქა, დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.
კლუბმა ერთი დღე-ღამით საწვრთნელის ბაზა დახურა, რათა დაავადების გავრცელების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. ის პირები კი, ვისაც კოვიდ 19 დაუდასტურდათ იზოლაციაში გადავიდნენ.




