ედუარ მენდიმ სანეს ჰეგემონია დაამხო

0
72

სენეგალის ეროვნული ნაკრების და ლონდონის „ჩელსის“ მეკარე ედუარ მენდი თავის ქვეყანაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მან გამოკითხვაი 321 ხმა მიიღო და დიდი სხვაობით აჯობა „ლივერპულის“ შემტევ ნახევარმცველ სადიო მანეს, რომელმაც 99 ხმა მიიღო. მესამე ადგილზე „უოტფორდის“ ფორვარდი ისმაილ სარი (61 ხმა) გავიდა.
მენდიმ 2021 წელს „ჩელსისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო France Football-ის მიერ საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი ლევ იაშინის სახელობის პრიზისთვის ჩატარებულ გამოკითხვაში მხოლოდ იტალიის ნაკრების და პსჟ-ს გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად სენეგალის წლის საუკეთესო ფეხბურთელი მანე არ გახდა.