ვინისიუსი ნოემბერში ლა ლიგაში საუკეთესოა

0
77

ვინისიუს ჟუნიორი ნოემბერში ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა განვლილ თვეში ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, 21 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 16 შეხვედრაში 10-ჯერ აიღო და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. ის მხოლოდ თანაგუნდელ ფრანგ ქარიმ ბენზემას ჩამორჩება – 15 შეხვედრაში 12 გოლი.
ვინისიუსმა თვის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ბრძოლაში ანტუან გრიზმანს („ატლეტიკო“), ხუანმი ხიმენესს („ბეტისი“), დიეგო ლოპესს („ესპანიოლი“), მემფის დეპაის („ბარსელონა“), ოსკარ ტრეხოს („რაიო ვალეკანო“) და ხოსელუს („ალავესი“0 აჯობა.