კვარაცხელიამ პირველი ეტაპი უიღბლოდ დაასრულა

0
80

ყაზანის „რუბინმა“, რომლის რიგებში ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, რუსეთის პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-3 შეხვედრა წააგო. ყაზანელები მე-18 ტურში სტუმრად სამარას „კრილია სოვეტოვს“ შეხვდნენ და 2 უპასუხო ბურთი გაუშვეს. მასპინძლებმა ანგარიში 62-ე წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 85-ე წუთზე გაიტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შეადგენლობაში იყო და წინა ტურისგან განსხვავებით არ შეუცვლიათ. „რუბინს“ რუსეთის ჩემპიონატში 21 ნოემბრის შემდეგ არ მოუგია და რუსეთის ჩემპიონატის პირველი ეტაპი 22 ქულით 16 გუნდს შორის მე-10 ადგილზე დაასრულა.
20 წლის კვარაცხელიამ პრემიერ ლიგის საშემოდგომო მონაკვთში 15 მატჩში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მან თავი 30 ივლისს სტუმრად ზურიკო დავითაშვილის ტულას “არსენალთან” 3:0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა.