“ბარსელონაში” წმენდა დაიწყება – გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს

0
57
“ბარსელონას” ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენისა და ევროპის ლიგაზე დაქვეითების გუნდში ძირეული ცვლილებების გატარებას აპირებს.

Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” გეგმავს, იანვარში წმენდა დაიწყოს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდს მინიმუმ 4-5 ფეხბურთელ დატოვებს, რათა კლუბმა ახალი მოთამაშეების დამატება შეძლოს.
წყაროს ცნობით, წასვლის კანდიდატები არიან: სერჟინიო დესტი, ოსკარ მინგესა, სამუელ უმტიტი, ნეტუ, ლუკ დე იონგი და ფილიპე კოუტინიო.
იგივე წყარო იტყობინება, რომ ივნისიდან სიტუაცია ხელახლა შეფასდება და “ბლაუგრანა”, შესაძლოა, უფრო მეტმა ფეხბურთელმა დატოვოს. “ბარსა” მზადაა, ნებისმიერ მოთამაშეზე მიღებული შემოთავაზებები განიხილოს, გარდა ახალგაზრდებისა, რომლებზეც სამომავლოდ კლუბი დიდ იმედებს ამყარებს.