ნეიმარი: “უფრო ძლიერი დავბრუნდები”

0
85

“პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა “სენტ ეტიენთან” შეხვედრის მიწურულს მძიმე დაზიანება მიიღო. ბრაზილიელის მინდვრიდან გასაყვანად ექიმებს საკაცე დასჭირდათ.
მოგვიანებით, ნეიმარმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს: “სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები სპორტსმენის ცხოვრების ნაწილია. თავი მაღლა უნდა ასწიო და გააგრძელო. უკეთესი და უფრო ძლიერი დავბრუნდები”!
ფრანგული მედია წერს, რომ ნეიმარს დეტალურ გამოკვლევას ორშაბათს ჩაუტარებენ, თუმცა  ტრავმის სიმძიმე დამაიმედებელი პროგნოზის საშუალებას ნაკლებად იძლევა.