„კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, დანიის სუპერლიგაში ზედიზედ 2 მატჩის ვერმოგების შემდეგ, სტუმრად 3 ქულა აიღო.
მე-17 ტურში კოპენჰაგენელები გასვლაზე „ოლბორგს“ შეხვდნენ და 3:1 გაიმარჯვეს.
სტუმრებმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი ერთ წუთში გაიტანეს.
31-ე წუთზე „კოპენჰაგენი“ კიდევ დაწინაურდა, რასაც 10 წუთში მეორე გოლი მიაყოლა. შესვენების შემდეგ შეხვედრაში მეტი ბურთი არ გასულა.
ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა და 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. „კოპენჰაგენი“, რომელსაც ზედიზედ 4 თამაშია არ წაუგია (2 გამარჯვება და 2 ფრე) 33 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა – ლიდერ „მიდტიულანდს“ ქულით ჩამორჩება.





