ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელებთან შეთანხმების საფუძველზე დინო ჰამზიჩმა გუნდი დატოვა.
ბოსნიელმა მეკარემ ქუთაისელთა რიგებში 20 მატჩი ჩაატარა. მან კარი “მშრალად” 7 მატჩში შეინახა.
“ტორპედო” მადლობას უხდის მას ერთგულებისთვის და იმ პროფესიონალიზმისთვის, რაც მან ტორპედოში ყოფნისას გამოიჩინა. ვუსურვებთ მას წარმატებებს, როგორც კარიერულ ასევე პირად ცხოვრებაში”- ნათქვამია ქუთაისური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.





