კორღალიძის „საბურთალოში“ მეორედ მისვლა წარუმატებელი აღმოჩნდა

0
15

ლევან კორღალიძის დაბრუნება თბილისის „საბურთალოშიი“ წარუმატებელი აღმოჩნდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის დასკვნითი მატჩი თელავის „კავკასიონ არენაზე“ შედგა, სადაც გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა თელაველებმა დედაქალაქელები მიიღეს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

მატჩის მე-13 წუთზე ფირუზ მაგრაქცელიძემ სისწრაფეში აჯობა სტუმართა მცველ გიორგი ლაცაბიძეს და კარიდან გამოსულ ოთო გოშაძეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 1:0.

ანგარიშის გახსნიდან 5 წუთში თორნიკე ძოწენიძის არცთუ ძლიერი დარტყმის შემდეგ, გოშაძემ ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო ბრაზილიელმა ნათან ჟუნიორმა ახლო მანძილიდან მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გიორგი ერისთავმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც მასპინძელთა მცველები შეცდნენ და გიორგი გულიაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა.

მიქაძის შეგირდები 38 ქულით მე-7 პოზიციაზე არიან, ხოლო „საბურთალო“ 50 ქულით მე-5 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.