ზივზივაძის საგოლე პასი უნგრეთის თასზე

0
26

„ფეჰერვარი“, სადაც ბუდუ ზივზივაძე გამოდის უნგრეთის თასის 1/8-ფინალში გავიდა და თავისი გუნდის წარმატებაში წვლილი ქართველმა ფორვარდმაც შეიტანა.

„ფეჰერვარმა“ სტუმრად ბუდაპეშტში „ზუგლო“ 5:2 დაამარცხა. ზივზივაძე სასტარტო შემადგენ,ლობაში იყო და 38-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 2:0 იგებდნენ, მისი პასის შემდეგ ნიკოლიჩმა დუბლი მიითვალა.

62-ე წუთზე, ზივზივაძის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა და ნიკოლიჩმა ზუსტად დაამატა. მას მერე რაც სტუმრები 4:0 დაწინაურდნენ, ზივზივაძე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფორვარდდმა უნგრეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მან უნგრეთის თასზე პირველი შეხვედრა ჩაატარა.