აპოელში მხოლოდ ქვილითაიამ ითამაშა

0
8

აპოელმა კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და გუნდის წარმატებაში ქართველი ლეგიონერებიდან წვლილი მხოლოდ თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეიტანა.

მე-7 ტურში აპოელმა სტუმრად „არის“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა ტრავმა წინა ტურში მიიღო და ჯერ უცნობია მოედანზე როდის დაბრუნდება, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს ვირუსი ჰქონდა და ამიტომ დაასვენეს.

ქვილითაიას რაც შეეხება, ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. სტუმრებმა ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გაიტანეს.

აპოელი 9 ქულით კვიპროსის 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.