დიდიე დეშამის განცხადებით, ბელგიის ნაკრებთან გამარჯვება მისი გუნდის ძლიერ ხასიათზე მეტყველებს.
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ერთა ლიგის ფინალში ბელგიელების 3:2 დამარცხების მერე განაცხადა. არადა, „სამფეროვნებმა“ პირველი ტაიმი 0:2 წააგეს.
„პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვიყავით. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ მეტოქემ თავისი ოსტატობა გამოავლინა. პირველი ტაიმის ძლიერად ჩატარებულ 20-წუთიან მონაკვეთში 2-ჯერ გაგვიტანეს.
მატჩის სცენარის გათვალისწინებით, მოპოვებული გამარჯვება ჩვენს ძლიერ ხასიათზე მეტყველებს. ფინალში გასვლა გვსურდა და ჩვენ იქ ვიქნებით.
ძალის აღსადგენად მეტოქეზე ერთი დღით ნაკლები დრო გვექნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თასი თავს ზემოთ აღვმართოთ“ – იუწყება დეშამის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
კვირას, მილანში ჯუზეპე მეაცას სახელობის “სან სიროს” სტადიონზე გასამართ ერთა ლიგის ფინალში საფრანგეთი ესპანეთს დაუპირისპირდება.





