მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოსა და საბერძნეთს შორის ბათუმის ახალ არენაზე დასასწრები ყველა ბილეთი (6600) გაიყიდა. ბილეთების ფასი 5, 15 და 25 ლარი იყო.
ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება:
„მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გელით 9 ოქტომბერს ბათუმის ახალ არენაზე“.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მატჩზე დაიშვება სტადიონზე მაყურებლების ტევადობის 33%. ბათუმის ახალ არენაზე 20383 გულშემატკივარი ეტევა.
სტადიონის შესასვლელები გაიღება 17:00 საათიდან
სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი
შესასვლელთან გულშემატკივარმა უნდა წარმოადგინოს: მატჩის ბილეთი | პირადობის დამადასტურებელი მოწმობა | ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | ან 72 საათიანი ვალიდურობის Pჩღ ტესტის უარყოფითი პასუხი | ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი | ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობა
სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება
სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი





