რობერტო მანჩინი: „მარცხი ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს“

0
33

იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთბელ რობერტო მანჩინის მიაჩნია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთთან 1:2 მარცხი მის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს.

მან ამის შესახებ მილანში სტადიონ „სან სიროზე“ ჩატარებული თამაშის შემდეგ ისაუბრა:

„ასეთ შეხვედრებშ ყველაფერს ცალკეული წვრილმანები ცვლის. პირველი ტაიმი თავისუფლად შესაძლებელი იყო 1:1 დასრულებულიყო. ადვილი სავარაუდო გახლდათ, რომ ესპანეთს ბურთი ადვილად „უჭირავს“, მაგრამ უფრო საწყენია მასთან ისე წაგება როგორც ჩვენ გავაკეთეთ – 10 კაცით.

ჩვენ ისეთი შეცდომა დავუშვით, რომელიც ასეთ დონეზე დასაშვები არაა. გულწრფელად გეტყვით, რომ ბონუჩის ეპიზოდში მეორე ყვითელი ბარათის მიცემის მიზეზი ვერ დავინახე. ლეო არც პირველ, არც მეორე შემთხვევაში არ უნდა გაეფრთხილებინათ.

ისეთ სტილში როგორც ჩვენ ვითამაშეთ – გოლი გავიტანეთ და უმცირესობაში მეტი ბურთი არ გავუშვით, ჩემი აზრით უკვე კარგი მაჩვენებელია.

ჩვენ „დასვენებული ფეხები“ გვჭირდებოდა და ამიტომ ლოკატელი და პელეგრინი შემოვიყვანეს, რაც ნამდვილად დაგვეხმარა, მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ათნი ვიყავით. რა თქმა უნდა, ბრძოლაში უფრო ახალგაზრდა მოთამაშეების ჩართვაც შეგვეძლოა, თუმცა, ვფიქრობ ეს წაგება ჩემი გუნდის ძირითად შემადგენლობას უფრო სჭირდებოდა. მარცხი ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.

ცხადია, ფაქტი როდესაც დინარუმას იტალიელი გულშემატკივარი უსტვენდა იმედს გიცრუებს“.