იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ, ესპანეთთან მატჩში მიღებული წითელის გამო მოიბოდიშა:
,,თქვენზე მეტად გაბრაზებული ვარ, პირველ ყოვლისა საკუთარ თავზე. ვწუხვარ და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. თუმცა, ეს იტალიის ნაკრები ფეხზე დადგება და იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე!” – დაწერა ბონუჩიმ ინსტაგრამის პირად გვერდზე.
ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიის ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 1:2 დამარცხდა. შედეგად, რობერტო მანჩინის გუნდის 37-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა.
შეხვედრის 30-ე წუთზე ლეონარდო ბონუჩი მსაჯთან კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ტაიმის მიწურულს კი უხეშობისთვის მეორე ბარათით დაისაჯა და მოედანი ნაადრევად დატოვა.