„უოტფორდია“ ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კლაუდიო რანიერი დანიშნეს.
69-წლის იტალიელი სპეციალისტმა ესპანელი ჩისკო შეცვალა, რომელიც „უოტფორდს“ 2020 წლის 21 დეკემბრიდან ავარჯშებდა. მანამდე, ის თბილისის „დინამოს“ წვრთნიდა.
რანიერიმ ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბთან კონტრაქტი 2022-2023 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.
იტალიელი წინა სეზონში „სამპდორიას“ თავკაცობდა, რომელიც კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა.
რანიერი 2000-2004 წლებში „ჩელსის“ უძღვებოდა, ხოლო 2015-2017 წლებში – „ლესტერს“. მან „ლესტერი“ არსებობის ისტორიაში პირველად გააჩემპიონა.





