ლუკა ლაკვეხელიანმა ტრავმით გამოწვეული დიდი ხნის პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა, მაგრამ მისი მოედანზე დაბრუნება უიღბლო აღმოჩნდა.
უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-8 ტურში „მეზიოკიოვეშდი“, რომელშიც ქართველი მარცხენა მცველი გამოდის, სტუმრად „პუშკაშ აკადემიასთან“ 0:2 დამარცხდა.
ლაკვეხელიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-8 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო მე-19 წუთზე ბურთი თავის კარში გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებმა მეორე გოლი 63-ე წუთზე მიითვალა.
ლაკვეხელიანი „მეხიოკიოვეშდში“ გასული სეზონის წინ „საბურთალოდან“ გადავიდა და 9 მატჩი ჩაატარა, მაგრამ შემდეგ მუხლის მყესები გაუწყდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა.
„მეზიოკიოვეშდი“ 8 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 პოზიციაზეა.
რუსეთის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში “ურალმა” სტუმრად “უფა” 1:0 დაამარცხა. ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე გამარჯვებულთა თადარიგში იყო, მაგრამ არ უთამაშია.





