ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გამოდიან, მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში ყველაზე დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა ბრატისლაველებმა მე-10 ტურში აუტსაიდერი „პოჰრონიე“ მიიღეს და 5:1 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ნახევარმცველი კანკავა და მცველი კაშია ამჯერად თადარიგში იყვნენ, მაგრამ არ უთამაშიათ.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქართველ ლეგიონერებს „სლოვანში“ გადასვლის შემდეგ მოედანზე ერთი წუთიც არ გაუტარებიათ.
„სლოვანი“ 23 ქულით სლოვაკეთის 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.






