19-წლამდე, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის, მე-10 ჯგუფის მატჩებს, 6-დან 12 ოქტომბრამდე ნორვეგია უმასპინძლებს. საქართველოს ასაკობრივი ნაკრების მეტოქეები, ჯგუფურ ეტაპზე – უელსი, კოსოვო და მასპინძელი ნორვეგია იქნებიან.
? 20:00 | 6 ოქტომბერი – უელსი V საქართველო
? 20:00 | 9 ოქტომბერი – საქართველო V კოსოვო
? 19:00 | 12 ოქტომბერი – საქართველო V ნორვეგია
⌚ (GMT+4)
ნორვეგიაში გასამართი მატჩებისთვის, 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ტრავმის გამო პორტუს სარეზერვო გუნდის ქართველი ლეგიონერი – გიორგი აბუაშვილი ვერ დაეხმარება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისპორი, თურქეთი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).
19-წლამდელების სამივე მატჩს, ოსლოდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ლავრიკის სტადიონი – ფრამპარკენი უმასპინძლებს.





