ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ექსტრაკლასაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-10 ტურში „კრაკოვია“ შინ „სტალს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:3.
მასპინძლები მე-8 წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ შესვენებამდე სტუმრებმა ზედიზედ 3 გოლი გაიტანეს.
კაკაბაძემ თადარიგში იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. მან 62-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
77-ე წუთზე „სტალის“ ფეხბურთელმა ავტოგოლი მიითვალა და კრაკოველები წაგებას გადარჩნენ.
„კრაკოვია“ 13 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.




