საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვანტ სხიპმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 ოქტომბერს ბათუმში ქართველებთან, ხოლო 12 ოქტომბერს სტოლკჰოლმში შვედებთან გასამართი მატჩებისთვისთცის შემადგენლობა დაასახელა.
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შემდეგი მოთამაშეები შეარჩია.
მეკარეები: ოდეისეას ვლახოდიმოსი (“ბენფიკა”, პორტუგალია), ალექსანდროს პასხალაკისი (პაოკ, საბერძნეთი), სოკრატის დიუდისი (“პანათინაიკოსი”, საბერძნეთი);
მცველები: პანტელის ხაციდიაკოსი (“ალკმაარი”, ნიდერლანდები), კონსტანტინოს მავროპანოსი (“შტუტგარტი”, გერმანია), კოსტას სტაფილიდისი (“ბოხუმი”, გერმანია), დიმიტრის იანულისი (“ნორვიჩი”, ინგლისი), კოსტას ციმიკასი (“ლივერპული”, ინგლისი), ლეონარდო კურტისი (“დიუსელდორფი”, გერმანია), მანოლის სალიაკასი (“იანინა”, საბერძნეთი), კირიაკოს პაპადოპულოსი (“ატრომიტოსი”, საბერძნეთი), გიორგიოს ცაველასი (აეკ, საბერძნეთი);
ნახევარმცველები: კარლოს ზეკა (“კოპენჰაგენი”, დანია), მანოლის სიოპისი (“ტრაბზონსფორი”, თურქეთი), ხრისტოს ციოლისი (“ნორვიჩი”, ინგლისი), დიმიტრის პელკასი (“ფენერბაჰჩე”, თურქეთი), ტანასის ანდრუცოსი (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი), ანდრეას ბუხალაკისი (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი), პეტროს მანტალოსი (აეკ, საბერძნეთი), სოტირის ალექსანდროპულოსი (“პანათინაიკოსი”, საბერძნეთი), გიორგიოს მასურასი (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი);
თავდამსხმელები: ტასოს ბაკასეტასი (“ტრაბზონსფორი”, თურქეთი), დიმიტრის ლიმნიოსი (“ტვენტე”, ნიდერლანდები), ვანგელის პავლიდისი (“ალკმაარი”, ნიდერლანდები), ტასოს დუვიკასი (“უტრეხტი”, ნიდერლანდები), მარიოს ვრუსაი (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი).




