გიორგი მიქაუტაძის „სერენისთვის“ ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტური უიღბლო აღმოჩნდა.
საქართველსო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის გუნდი სტუმრად ერთ-ერთი ლიდერ „გენკს“ შეხვდა და 0:3 დამარცხდა.
მასპინძლებიდან სამივე გოლი ნიგერიელმა ფორვარდმა ონუაჩუმ გაიტანა, რომელმაც მეტის კარი 42-ე, 44-ე და 49-ე წუთებზე აიღო. მან 34-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა.
მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. 20 წლის ფორვარდმა „სერენში“ დაბრუნების შემდეგ 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
სერენელებს 9 ქულა აქვთ და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზე არიან.





