ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურის ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ჩელსი“ 1:0 დაამარცხა.
მანჩესტერელებიდან გამარჯვების გოლი 53-ე წუთზე ბრაზილიელმა ლეგიონერმა გაბრიელ ჟესუსმა გაიტანა.
„სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასთვის ეს გამარჯვება ყველა ტურნირში 221-ეა, რაც კლუბის რეკორდია.
ესპანელმა სპეციალისტმა ლეს მაკდაუელის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც მანჩესტერელებს 220 შეხვედრა მოაგებინა.
გვარდიოლამ 221 გამარჯვება 303 მატჩში მიითვალა – 72,9 პროცენტი.
პრემიერ ლიგის საწყის 6 ტურში „სიტიმ“ ერთი გოლი გაუშვა, რაც კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
ცნობისთვის, „სიტიმ“ მანამდე „ჩელსისთან“ ზედიზედ 3 თამაში წააგო – ინგლისის თასზე (0:1), პრემიერ ლიგაში (1:2) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში (0:1).
გუშინდლამდე „სიტიმ“ „ჩელსის“ ბოლოს 2021 წლის 3 იანვარს აჯობა – 3:1.





