ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმში“ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა.
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში გრაცელები სტუმრად ვენის „რაპიდს“ შეხვდნენ და 3:0 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. თუმცა, მან მოედნიდან გასვლამდე 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
38-ე წუთზე კიტეიშვილის გადაცემის შემდეგ კელვინ იებოამ ანგარიში გახსნა, ხოლო 82 წუთზე როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ, ქართველმა ლუბიჩს გაატანინა.
სხვათა შორის, ქართველს გოლის გატანა თავადაც შეეძლო, მაგრამ “ცაციათი” მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
„შტურმი“ 20 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 7 ქულით ჩამორჩება.





