დავით ხოჭოლავამ „კოპენჰაგენში“ გადასვლის შემდეგ პირველი საგოლე პასი მიითვალა.
დანიის სუპერლიგის მე-10 ტურში კოპენჰაგენელები სტუმრად „ნორსიელანდს“ შეხვდა და 5:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 56-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ კევინ დიქსმა მესამე გოლი გაიტანა.
ხოჭოლავამ, რომელიც „კოპენჰაგენში“ ზაფხულში ჩაირიცხა 10 მატჩი ჩაატარა და „ნირსიელანდთან“ გოლიც გაიტანა.
კოპენჰაგენელები 23 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე იმყოფება.





