იტალიის ყველაზე ძველი საფეხბურთო კლუბი „ჯენოა“ გაიყიდა, რის შესახებ გენუელთა პრესსამსახური იუწყება.
ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია 777 Partners-მა კლუბის პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზისგან აქციების საკონტროლო პაკეტის 99,9% შეიძინა.
Calciomercato.com-ის ინფორმაციით, ამერიკელებმა „ჯენოაში“ 150 მილიონი ევრო გადაიხადეს.
„ჯენოა“ 1893 წელს დაფუძნდა და იტალიის ჩემპიონატი 9-ჯერ მოიგო. ბოლოს გენუელები ოქროს მედლებს 1923-1924 წლების სეზონში დაეუფლნენ.
მიმდინარე სეზონში გენუელებმა 5 ტურში 4 ქულა აიღეს და 20 გუნდში მე-15 ადგილზე არიან.





