ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის დასკვნით მატჩში „ბარსელონა“ სტუმრად „კადისს“ შეხვდა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
კატალონიელებმა „კადისთან“ ჩატარებული ბოლო სამი მატჩიდან ვერცერთი მოიგეს – 2 ფრე და 1 მარცხი.
„ბარსელონამ“ იმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 5 მატჩში 8 გოლი გაიტანა, რაც 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ გუნდის მიერ ნაჩვენები ყველაზე ცუდი შედეგია. მაშინ, „ბლაუგრანამ“ 5 თამაშში 5 გოლი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში სტუმართა ფეხბურთელებმა მასპინძლების კარის ჩარჩოში ბურთი ვერცერთხელ მოახვედრეს.
„ბარსელონამ“ თამაში კაცნაკლულმა დაასრულა – ნიდერლანდელი ფრენკი დე იონგი 61-ე და 65-ე წუთებზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გააძევეს.
მთავარმა მსაჯმა კარლოს დელ სერო გრანდემ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე „ბარსას“ ნიდერლანდელი თავკაცი რონალდ კუმანი გააძევეს.
თამაშის შემდეგ, 58 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ესპანეთში წითელ ბარათს არაფრისთვის აჩვენებენ.





