ვაკო გვილიამ „რაკოვის“ შემადგენლობაში პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ მეორე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა.
„რაკუვი“ სტუმრად „სტალს“ შეხვდა და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. სტუმრები 58-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მეორე გოლი მე-80 წუთზე გაიტანეს. „რაკუვმა“ მესამედ „სტალის“ კარი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე აიღო.
„რაკუვი“ 11 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.





