გიორგი ბერიძემ მიმდინარე სეზონში უნგრეთში თავის ანგარიშზე მეორე გოლი ჩაიწერა.
უნგრეთის თასის 1/32 ფინალში “უიპეშტი” სტუმრად “ტისაკეჩკეს” შეხვდა და 3:0 დაამარცხა.
ბერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:0 იეგბდა, მეტოქის კარი აიღო. ამ სეზონში 24 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონატში 2 გოლი მიითვალა, ხოლო თასზე თავი ერთხელ გამოიჩინა.
ესტონეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში “ლევადიამ” შინ “ნარვა ტრანსს” 3:0 სძლია. მასპინძლებში შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და სამი საგოლე პასი მიითვალა.
მან მიმდინარე სეზონში “ლევადიას” რიგებში ესტონეთის ჩემპიონატში 23-ჯერ ითამაშა და 17 გოლი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ბეგლარიშვილმა ზაფხულში ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო.
“ლევადია” 61 ქულით ესტონეთის 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.